წესები და კონფიდენციალურობა

ვერსია: 20.10.2026

1. სერვისი

Zentra SMS (sms.zentra.ge) საშუალებას გაძლევს შეიძინო SMS პაკეტი და გაგზავნო მოკლე ტექსტური შეტყობინებები შენი გამგზავნის სახელით. SMS-ს მობილურ ოპერატორებამდე ლიცენზირებული SMS პროვაიდერი აწვდის.

2. რეგისტრაცია და შემოწმება

რეგისტრაციისას მიუთითებ სახელს, გვარს, პირად ნომერს (ან კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდს), ტელეფონს და ელფოსტას. მონაცემები სწორი უნდა იყოს.

გაგზავნა შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც ანგარიშს შევამოწმებთ და გამგზავნის სახელი დადასტურდება. უფლება გვაქვს უარი ვთქვათ ანგარიშის გააქტიურებაზე ან დავბლოკოთ ის, თუ წესები ირღვევა.

3. რისი გაგზავნა შეიძლება

SMS-ს უგზავნი მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც ამაზე თანხმობა მოგცა. აკრძალულია: თაღლითობა, სხვა კომპანიად ან პირად წარმოჩენა, ბმულები მავნე საიტებზე, უკანონო პროდუქცია, შეურაცხყოფა და სპამი.

სარეკლამო SMS-ს ბოლოში ავტომატურად ემატება უარის თქმის ნომერი. ვინც უარს იტყვის, მას სარეკლამო SMS აღარ გაეგზავნება.

გაგზავნილი ტექსტის შინაარსზე პასუხისმგებელი ხარ შენ.

4. ფასები, ბალანსი და დაბრუნება

SMS პაკეტი მოქმედებს გააქტიურებიდან 12 თვე. ბალანსიდან იხარჯება მხოლოდ გაგზავნილი SMS. გრძელი ტექსტი რამდენიმე ნაწილად იყოფა და თითოეული ნაწილი ერთ SMS-ად ითვლება (ქართული ტექსტი: 70 სიმბოლო ერთ SMS-ში, 67 თითო ნაწილში; ლათინური: 160 / 153).

დაგეგმილი გაგზავნის გაუქმებისას და ნომერზე, რომელსაც პროვაიდერი უარყოფს, SMS ბალანსზე ბრუნდება. ოპერატორთან მიწოდებული SMS არ ბრუნდება.

5. პერსონალური მონაცემები

შენს მონაცემებს ვიყენებთ მხოლოდ ანგარიშის მართვის, შემოწმების, გადახდის და გამგზავნის სახელის რეგისტრაციისთვის. ატვირთულ ნომრებს ვიყენებთ მხოლოდ შენი გაგზავნისთვის და მესამე პირს არ ვუზიარებთ, გარდა SMS პროვაიდერისა, რომელიც შეტყობინებას აწვდის.

მიმღებთა ნომრების შეგროვებაზე და მათ თანხმობაზე პასუხისმგებელი ხარ შენ, როგორც მონაცემთა დამმუშავებელი.

ანგარიშის და მონაცემების წაშლა შეგიძლია მოითხოვო ელფოსტით: sms@zentra.ge.